რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტის სამი სოფლისთვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ერთაწმინდის, თეძმისხევისა და დოესის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ და 4 000-მდე მოსახლე განახლებული სასმელი წყლის სისტემით ისარგებლებს.
სამუშაოები მოიცავს ერთაწმინდაში სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობას, ხოლო თეძმისხევსა და დოესში სათავე ნაგებობების მოწყობასა და მაგისტრალური მილსადენის შეცვლას.
პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონამდე ლარს შეადგენს და სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.