ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე სპორტული მინიმოედნების მოწყობა მიმდინარეობს. მინისტადიონების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდფან 600 000 ლარი დაიხარჯება.
ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კრივის და ხელბურთის დარბაზებს, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელთა სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.