მარტვილის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.
აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა. აღნიშნული ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ექნება საშუალება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების.
2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტაცია ცაუტარდა 36 ხიდს, 2019 წელს მოეწყო სალხინო-ტალერის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი.