ფოთში, მარტოწყალას ტბაზე, სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები, პირსი.
პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 66 801 ლარია.