რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩა გაიხსნა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩაზე, კოსტავას გამზირის N14-დან ასლანიკაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთზე, ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 255 693 ლარით დაფინანსდა.