განათლების სამინისტროს დელეგირებული უფლებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, აშენდა ახალი 20 ბავშვზე გათვლილი, 2-სართულიანი სკოლა-პანსიონი.
სკოლაში მოეწყო სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები და სველი წერტილები, რომლებიც დაკავშირებულია საევაკუაციო გასასვლელებთან.
შატილის სკოლა-პანსიონი შარშან ოქტომბერში ხანძრის გამო დაიწვა და პანსიონის 7 მოსწავლე დროებით ამბულატორიის შენობაში აგრძელებდა სწავლას.
საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა ახალი სკოლა-პანსიონის ასაშენებლად.
უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების მასალა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.