ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სატესტო რეჟიმში ორი ახალი საწარმო ამოქმედდა.

შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-მა ფოთის თიზში საწარმოს მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 3,5 მლნ ლარი.

ამჟამად საწარმო სრულად მუშაობს იმპორტირებულ ნედლეულზე, რომლის ძირითადი ნაწილი შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო საბოლოო პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი). მომავალში დაგეგმილია წარმადობის გაზრდა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტი.

ასევე, ამოქმედდა შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯის” საწარმო, რომელშიც უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება. მათი ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში.

პირველ ეტაზე დაგეგმილია 20-მდე ადგილობრივის დასაქმება, რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ 100-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს.

Previous articleრუსთავში ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩა გაიხსნა
Next article“ქართული ოცნებამ” – წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა