ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა.

გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა.

საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.

Previous articleშატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს