ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მლნ ლარია. პროექტის მიხედვით, იგეგმება ლითონის თვალამრიდების, გადასახედებისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა.

ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ მეტი ვიზიტორი შეძლებს ტბის მონახულებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმისა და ტურისტული სერვისების განვითარებას.

Previous articleლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა
Next articleთავდაცვის ძალებში FORD-ის ტიპის პიკაპების მიღება დაიწყო