საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდისა და ახალციხის სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას.

მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია პარკინგი.

სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

Previous articleონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება
Next articleმდინარე ენგურზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს