ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება.
ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ცვლილება, ჯამში, საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება.