შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ხუთი მილიონ ხუთასი ათას ლარს შეადგენს.

არსებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, ახალი ალტერნატიული ხიდი აშენდება, რომელიც სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

Previous articleზუგდიდსა და ახალციხეში სპორტული კომპლექსები აშენდება
Next articleსიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა