ფოთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს კუნძულის სანაპირო ზოლზე მისასვლელი ძირითადი გზების – დემეტრე თავდადებულის, ბერდიანსკის და თამარ მეფის ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა. დაგეგმილია გზის საფარის აღდგენა და ასფალტის გადაგება.
გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, აკაკის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,46 კმ-იანი და წმინდა გიორგის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,505 კმ-იანი მონაკვეთების რეაბილიტაციას აფინანსებს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა რეკვავას ქუჩის 0.7 კმ. მონაკვეთის კეთილმოწყობაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტრდება ფალიაშვილის, გორგასლის, ნინოშვილის,სააკაძის, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩები.