შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ავტოპარკის განახლებას. კახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა ერთი ფორდის განახლებული სახანძარო-სამაშველო ავტოტექნიკა და ერთი მაღალი გამავლობის სამაშველო 2020 წლის ფორდ რეინჯერი.
სამშველო ავტომობილი დედოფლისწყაროში განაწილდება. ტექნიკა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD პროგრამის ფარგლებში, პროექტ ,,PROCEED”-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით იქნა შეძენილი.
სახანძრო-სამაშველო ფორდი კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იქნა განახლებული და იგი განკუთვნილია ქალაქ ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამმართველოსთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. 2020 წლის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა 30 უახლესი მაგირუსის მარკის სპეც-ტექნიკა, რომელიც განაწილდა თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ბირჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
პარალელურად, უკვე განახლდა 19 ერთეული ფორდ კარგოს ტიპის სახანძრო-სამაშველო ავტომობილები და გაცაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალებს მცხეთაში, ხევსურთსოფელში, მარნეულში, კოდაში, გორში, ხაშურში, კასპში, აბაშაში, სენაკში, სიღნაღში, საგარეჯოში, გურჯაანში, ამბროლაურში, ბათუმში, ბორჯომსა და ქუთაისში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავლშიც გააგრძელებს სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკით ავტოპარკის განახლებას.