საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს. ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

Previous articleბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleფონდი “ქართუს” დაფინანსებით ოზურგეთის თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა