ზამთრის სეზონზე ბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება, თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ გასული ზამთრის სეზონზე წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ამ დროისთვის წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალეს და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 23,018,818 ლარია.

Previous articleგუდაურში სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს
Next articleფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მილიონი პირბადე გადასცა