ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა.

ფონდმა „ქართუმ“ თეატრის რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი გამოყო, სამუშაოებზე დასაქმდა 120 ადამიანი.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში განთავსებულია ორი სცენა, რამდენიმე სარეპეტიციო ოთახი, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიოსპექტაკლების ჩასაწერად და სხვა.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ოზურგეთის თეატრი 1961 წელს აშენდა და მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.

Previous articleფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მილიონი პირბადე გადასცა
Next articleხაშურის მაგისტრალური შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ნაწილის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია