საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა.
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი მიენიჭება იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ფარმაცევტულ პროდუქციას და ახორციელებენ მის მიწოდებას.
ფარმაცევტული საწარმო სტატუსის მქონე პირი ისარგებლებს შეღავათით დღგ-ის ნაწილში. კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით.
ფარმაცევტული პროდუქციის დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება დამატებით ფინანსურ რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემს ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას.