ვაკის რაიონში, კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.
პროექტის ფარგლებში, გზის სამკილომეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები. განათების სისტემა მთლიანად შეიცვალა და ახალი, ლედსანათები დამონტაჟდა. ასევე, ყველგან, სადაც ამის საჭიროება იყო, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები.
ჯამში, ასფალტის საფარი 20 000 კვადრატულ კილომეტრზე დაიგო.
აღნიშნულ სამუშაოებზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.