საგზაო-სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოები მახვილაძის ქუჩაზეც დაიწყო, სადაც კეთდება როგორც გზის საფარი, ასევე მოეწყობა ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა.

ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით 30-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, ეწყობა გზები, სკვერები და დაიწყო სპორტული დარბაზების რემონტი.

მიმდინარე წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურისთვის 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შეკეთდება შიდა საუბნო და ცენტრალური გზები.

Previous articleეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება
Next articleფარმაცევტული საწარმოს სტატუსი 6 საწარმოს მიენიჭა