ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის, რომ იყოს გამართული საკონტრაქტო პროფესიული ჯარი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

„ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის, რომ იყოს გამართული საკონტრაქტო პროფესიული ჯარი, წვევანდელების საკითხი იყოს დარეგულირებული ისე, რომ მხოლოდ ჩვენს სამინისტროში მოხდეს წვევანდელების გაწვევა. პროფესიული ჯარი და რეზერვები, რეზერვის სისტემის გამართვა და განვითარება, ის საკითხებია, რომლებსაც უახლოეს თვეებში მეტ დროს დავუთმობ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ჯარიდან გადინება, რაც მანამდე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.

„მტკივნეული საკითხი იყო, რომ ჯარიდან გადინება ძალიან მაღალი იყო, ვინაიდან, ჯარისკაცებს დარჩენის მოტივაცია არ ჰქონდათ და პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. ჩვენ ძალიან მოკლე დროში, 6-7 თვეში გადინება 60%-ით შევამცირეთ“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Previous articleჯარი იქნება სრულად უზრუნველყოფილი ადგილზე შეკერილი ნატო-ს სტანდარტების უნიფორმებით – ირაკლი ღარიბაშვილი
Next articleდაბა ხარაგაულში 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა