თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო მეორე ხაზზე – სამვაგონიანი განახლებული შემადგენლობა იმოძრავებს. ორ კვირაში ორივე ხაზს კიდევ დაემატება თითო მოძრავი შემადგენლობა.
ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და დამონტაჟდა თანამედროვე კონდინცირების სისტემა. კაბინები ასევე აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით. შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი.
ასევე, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები, განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს ითვალისწინებს.