დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და „პეის ჯგუფთან“, რომლის მიხედვითაც ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება.
ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ლოგისტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.