იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება.
სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს სასათბურე სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირების გზით შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.
სასათბურე მეურნეობაში წელიწადში, დაახლოებით, 1200 ტ მწვანილი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა.
სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა.