კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგიის გასაზრდელად, ასევე მწვანე, დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის ხელშეწყობისთვის.