ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, შეიცვლება სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი მილი და სრულად განახლდება შიდა ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალშემკრებ ავზებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი სოფლის 7 000-მდე მაცხოვრებელს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

Previous articleიმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერი იქმნება
Next articleწიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის რეაბილიტაცია დასრულდა