შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭა
პროექტი 2 მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკვეთზე უახლოეს დღეებში დასრულდება
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, ხოლო არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, გზის დანარჩენი ნაწილი კი ხრეშოვანი
საავტომობილო გზაზე კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები. ასევე ხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.