ჩოხატაურში სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა ასევე სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით.
შედეგად, მოსწავლეები სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებენ.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.