ოზურგეთში სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და სასადილო.
სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.