მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.

კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან წინა სხდომიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

კომისიის მუშაობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

Previous articleკახეთის რეგიონში პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
Next articleგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს