საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
შენობის სახურავი უკვე გამოცვლილია, მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი შენობის გამაგრება, ინტერიერის და ფასადის სრული რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა ხორციელდება: გარემონტდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე და სპორტული დარბაზი.
სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის ეზოში კეთდება რეკრეაციული სივრცეები და მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლა უზრუნველყოფილი გახდება კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების, წყალ-კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.
ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: იფუქციონირებს ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
3 600 000 ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით.
შედეგად, მომავალი ახალი სასწავლო წლიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.