კახეთის რეგიონში პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში მიმდინარეობს ლაგოდეხის პარკის ტერიტორიის მეორე ნაწილის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ლაგოდეხში მოეწყობა ხელოვნური ტბა, სპორტული მოედანი, ტექბოლის და ტენისის მაგიდები, ამფითეატრი, შადრევანი და ფანჩატური, რეაბილიტაცია უტარდება ბილიკებს და მოსასვენებელ სივრცეებს.
პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, განხორციელდა ლაგოდეხის პარკის გარკვეული ნაწილის რეაბილიტაცია, აშენდა 3 შენობა, მოეწყო დასასვენებელი, სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
პროგრამის ფარგლებში ყვარელში მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 შენობას, ილია ჭავჭავაძის სახელობის სკვერს.შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები.