საქართველოს მასშტაბით რიგით 118-ე, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი ქალაქ ზესტაფონში გაიხსნა.

ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას კომფორტულ და თანამედროვე გარემოში შეძლებს. ზესტაფონის იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობა სპეციალურ სარიტუალო სივრცეში.

ზესტაფონში იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი მობილური იუსტიციის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მათთვის საჭირო სერვისებს მიაწოდებს.

Previous articleაბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა
Next articleბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა