ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება.

ბათუმში ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტური მომსახურებისა და მედიაციის შეხვედრების ჩატარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და შესაბამისი საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული.

სააგენტოს რეგიონული შესაძლებლობების გაფართოება ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე 14 წლამდე არასრულწლოვნებს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და ყოფილ პატიმრებს, ადგილზე მიიღონ მომსახურებები, რომლებიც მათში დანაშაულის გააზრებას, პროსოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

დანაშაულის პრევენცია და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

Previous articleზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა
Next articleთბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 წლის განმავლობაში 475 მლნ ევრო გამოიყოფა