“Global Finance”-მა გამოაქვეყნა 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია, რომლის მიხედვით უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში
ლიდერია.

მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველო უსაფრთხოების კუთხით 9,68 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.

ამავე რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნები – სომხეთი 62-ე, აზერბაიჯანი 71-ე, თურქეთი 107-ე,  რუსეთი კი 108-ე ადგილზე არიან. მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის საერთო
რეიტინგში ლიდერებს შორის მოხვდნენ: ისლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.

ამერიკული გამოცემის “Global Finance”-ის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით შედგა, როგორებიცაა მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენული მდგომარეობა, ადამიანის პირადი უსაფრთხოება, კონფლიქტის შესაძლებლობა და ბუნებრივი კატასტროფების რისკი.

Previous articleთბილისში ბიზნეს-აქსელერატორი ამოქმედდება
Next article2018 წელს 1200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა