ბიზნეს-აქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას.

პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწიებს.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.

 

Previous article“H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” გაიყიდება
Next articleმსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგის მიხედვით საქართველო რეგიონის ლიდერია