პირველად საქართველოში, მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა.

პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური სწავლება მხოლოდ კორესპონდენციული მეთოდით ხორციელდებოდა. მსჯავრდებული სტუდენტები სასწავლო მასალას იღებდნენ და წერით დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა, ცოცხალ სასწავლო პროცესში მონაწილეობის საშუალებას ისინი მოკლებულნი იყვნენ.

ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს. პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა.

ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას. იზრდება სწავლების ხარისხი და ეფექტიანობა, რაც, ამავე დროს, ხელს შეუწყობს პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here