პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.
კასპში რებილიტირდა სააკაძის მოედანი და სკვერები, მოპირკეთდა ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების ფასადები.
გორში პროექტის I ეტაპი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის II ეტაპი, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობების ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და დაირგო ნარგავები.
„განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ I ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.