ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის (ბალიჭი, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი) წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცისთვის ხელშეკრულება გაფორმდა
პროექტის მიხედვით, დასახლებების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, მაგისტრალები და სატუმბო სადგურები. ამასთან, რეაბილიტირდება არსებული სატუმბო სადგური, საქლორატორო და რეზერვუარი
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და სოფლების: ბალიჭის, ძველი ქვეშის, ძეძვნარიანის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები 10, ხოლო სამშენებლო სამუშაოები – 24 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 34 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება