იმისათვის რომ პირმა შეძლოს აზარტული თამაშების სიაში საკუთარი თავის შეყვანა, უნდა
მიმართოს ფინანსთა სამინისტროს, სადაც დაწერს შესაბამის განცხადებას და მოხდება მისი აკრძალულ პირთა სიაში შეყვანა 5 წლის ვადით, რომლის მოხსნაც მინიმუმ 3 წლის შემდეგ, სასამართლოსთვის მიმართვის შედეგად შეეძლება.
იმისათვის რომ პირმა შეძლოს საკუთარი ოჯახის წევრის აზარტულ თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში შეყვანა, უნდა მიმართოს სასამართლოს და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები რომ მისი ოჯახის წევრი არის აზარტული თამაშების აქტიური მომხმარებელი. სასამართლო ვალდებულია მიმართოს სიაში შესაყვან პირს აღნიშნული პროცესის დაწყების შესახებ.
აზარტული თამაშების შესახებ კანონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დამტკიცდა და მისი მეშვეობით აიკრძალა ონლაინ კაზინოების და კაზინოების სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში რეკლამირება. გარდა ამისა კაზინოებით სარგებლობა აკრძალული აქვთ საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველებს.