პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა – იზრდება სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება მთავრობის დადგენილებაში, რომელიც სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების გაზრდას ეხება.
კერძოდ, იზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.
ცვლილების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მივლინებისას სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად შესაბამისობა. განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

Previous articleწნორში სპორტული კომპლექსი შენდება
Next articleბოლნისის, დაბა კაზრეთის და რამდენიმე სოფლის 24 წყამლომარაგების სამუშაოები იწყება