სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
ამ დროისთვის საძირკველის მოწყობა დასრულდა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.
სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშო დახურული დარბაზი და 150 ადამიანზე გათვლილი საგულშემატკივრო ტრიბუნა.
შენობის დასრულების შემდეგ, მსურველები სპორტის სხვადასხვა სახეობას დაეუფლებიან და ვარჯიშს მულტიფუნქციურ დარბაზში შეძლებენ.
ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.