კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორნაბუჯი-სამთაწყაროს 28 კმ-იან საავტომობილო გზის მონაკვეთს სარეაბილიტაცი სამუშაოები უტარდება
გზის მონაკვეთს სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებია
არსებული გზა ძირითადად ხრეშოვანი და დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, რაც გზით მოსარგებლე მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას ქმნიდა
გართულებული იყო საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლა
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 20 739 345 ლარია
სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება
მონაკვეთის რეაბილიტაცია 2 პროექტად მიმდინარეობს
2016-2021 წლებში, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზაზე უკვე ჩატარდა გუმბათი-ხორნაბუჯის და სამთაწყარო-საბათლოს 39 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
აღნიშნული პროექტები, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 67 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას და ასრებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს