ქალაქ თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში 2021 წელს დასრულდა 2 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა (ჯამში 486 ბინა), სადაც ბინები გადაეცათ მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს.
ასევე, მახათას მთაზე წარმატებით ხორციელდება „არმი სითის“ ბინათმშენებლობის პროექტი. თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით მიმდინარეობს 39 ერთეული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2022 წელს და 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინას.