გრძელდება პოლიციის შენობების განახლება/რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, მათი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა. ასევე, ბოლო წლების განმავლობაში პირველად განხორციელდა პოლიციის მასშტაბური გადაიარაღება.

• 2021 წელს განახლდა ავტოპარკი და შეძენილ იქნა 700-მდე ავტომანქანა;

• საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასაზღვრო ზოლთან, აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო სასაზღვრო სექტორი;

• ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში, ქალაქ გურჯაანში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში აშენდა პოლიციის ადმინისტრაციული ახალი შენობები;

• თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა 300 კვ.ტ სიმძლავრის მზის ენერგიის ელექტროსადგური;

• სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა საჩხერეში და თბილისში მდებარე სამინისტროს შენობებს.

#ანგარიში2022

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here