საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
• მარტვილში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო განყოფილება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას;
• დაიწყო ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილებების სამშენებლო სამუშაოები კასპში, აბასთუმანსა და ხულოში. დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოები ონსა და ბორითში;
• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრი (Call Centre) განთავსდა ახალ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ შენობაში;
• მეხანძრე-მაშველთათვის შესყიდულ იქნა სხვადასხვა ტიპის და სეზონის უნიფორმა;
• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის შესყიდულ იქნა უნიფორმები და სამხრე კამერები;
• სეზონურ მაშველებისა და მყვინთავებისთვის შეძენილ იქნა სპეციალური აღჭურვილობა;
• განახლდა საზღვაო კოშკურების ინფრასტრუქტურა.