2021 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის შესაბამისი გახდა.
• 2022 წლის 25 აპრილიდან შეიცვალა მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემა და პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტი სრულდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში;
• კანონით დადგინდა სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორიები (AM და A2) და სატრანსპორტო საშუალებათა არსებული კატეგორიები შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ დირექტივასთან;
• 2021 წელს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდა. მძიმე შედეგების დადგომა, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.