440 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორიისა და ინფორმატიკის კაბინეტები, სპორტული დარბაზი და ღია მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, მისი ღირებულება 2,8 მილიონი ლარია.
სოფელ კუმისის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 800 სკოლიდან, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება/რეაბილიტირდება.