ქალაქ მარნეულში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი შენდება, რომლის ტრიბუნა 2000 გულშემატკივარს დაიტევს.
სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სპეციალური სივრცეები მედიისთვის და საკვები ობიექტებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8.1 მილიონ ლარია.