თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.
გაცემული დაპირების შესაბამისად, ჯამში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე განსახლდა. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, ახალ საცხოვრებელს, 2022-2025 წლებში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.